logo_geo
eng_logo
ბარაქ ობამა ვაშინგტონიდან გაემგზავრა
- +

20 იანვარი. 2017. 22:55



აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ინაუგურაციის შემდეგ, ამერიკის ყოფილმა პრეზდენტმა, ბარაქ ობამამ ვაშინგტონი დატოვა. კადრებს ტელეკომპანია ABC News ავრცელებს.


ბარაქ ობამას თეთრი სახლის ადმინისტრაციის თანამშრომლები, პოლიტიკოსები, საზოგადო მოღვაწეები და უბრალო მხარდამჭერები ემშვიდობებიან. მას ამერიკელები ხანგრძლივი აპლოდისმენტებით აცილებენ.


დღეს აშშ-ის 45-ე პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ინაუგურაცია გაიმართა. აშშ-ის ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა აშშ-ის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის გლოვერ რობერტსის თანდასწრებით საპრეზიდენტო ფიცი ორ ბიბლიაზე დადო.


ერთ-ერთი სახელმწიფოს ყოფილი მეთაურის აბრაამ ლინკოლნის ბიბლიაა, რომელზეც მან 1861 წელს საპრეზიდენტო ფიცი დადო, ხოლო მეორე დონალდ ტრამპის კუთვნილი ბიბლიაა, რომელიც მას დედამისმა სკოლის დასრულების შემდეგ, 1955 წელს 12 ივნისს აჩუქა.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner