logo_geo
eng_logo
ლევილის ქართულ მამულში, შესაძლოა, მეგრული ოდა-სახლი დაიდგას
- +

20 იანვარი. 2017. 23:42



საფრანგეთში, ლევილის ქართულ მამულში, შესაძლოა, მეგრული ოდა-სახლი დაიდგას. კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები ამ საკითხზე სამგრელოს რამდენიმე მუნიციპალიტეტში მუშაობდნენ. ამ ეტაპზე მე-19 საუკუნის რამდენიმე ნაგებობაა შერჩეული.  


ლევილის საქართველოსთვის გადმოცემის შემდეგ, მის ტერიტორიაზე ქართული შემეცნებით-კულტურული გარემოს შექმნა იგეგმება. სახლის შერჩევაც ამ მიზნით ხდება.


საბოლოო გადაწყვეტილებას ლევილის მამულის განვითარებისთვის უწყებათშორისი სამუშაო ჯგუფი მიიღებს, რომელიც ლევილის სამომავლო კონცეფციაზე მუშაობს.


ლევილის მამული, რომელიც საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობამ შეიძინა, 2016 წლის 23 სექტემბერს საქართველოს გადმოეცა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner