ამერიკის სახელმწიფო მდივნის, ჯონ ქერის განცხადებით, მსოფლიოს ტერორისტული აქტებით დაშინება შეუძლებელია. ამის შესახებ ინფორმაციას „ინტერპესნიუსი" "ბი-ბი-სი"- ზე დაყრდნობით ავრცელებს.
ჯონ ქერის თვითმფრინავი ბრიუსელის იმ აეროპორტში დაეშვა, რომელსაც მუშაობა ჯერ კიდევ შეჩერებული აქვს. ქერის თქმით, "ისლამური სახელმწიფოს" "ბოევიკებმა" დაიწყეს ახლო აღმოსავლეთის ფარგლებს გარეთ ძალადობა იმიტომ, რომ მათი ფანტაზია ხალიფატის შექმნასთან დაკავშირებით, ჩამოიშალა.
ამერიკის სახელმწიფო მდივანმა სამძიმარი გამოუცხადა 22 მარტის ტერაქტების შედეგად დაღუპულთა ახლობლებს. "მე ბრიუსელელი ვარ", - განაცხადა ჯონ ქერიმ ფრანგულ და ჰოლანდიურ ენებზე.