logo_geo
eng_logo
თიკო თვალაძე: შენი ნიმუშია ალაგ-ალაგ გზადაგებული, მაგრამ გამწარებული საქართველო!
- +

21 იანვარი. 2017. 03:07



ჟურნალისტი თიკო თვალაძე სოციალურ ქსელში საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს მიმართავს:

 

„მიხეილ სააკაშვილი - შენი ნიმუში განვითარებული საქართველო კი არა - სერგო თეთრაძეა, გიორგი გამცემლიძეა, ბუტა რობაქიძეა, სანდრო გირგვლიანია. შენი ნიმუშია ათასობით დეგრადირებული და ფსიქიკა დარღვეული პატიმარი. მათ შორის, ჩემი ძმა ყურებიდან სისხლს, რომ ადენდნენ ცემით ციხეში. შენი ნიმუშია მოკლული, დაპატიმრებული და ბიზნეს „ახეული" ბიზნესმენები. შენი ნიმუშია ალაგ-ალაგ გზადაგებული, მაგრამ გამწარებული საქართველო! შე ძონძო!", - წერს თვალაძე. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner