logo_geo
eng_logo
შსს-მ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო
- +

21 იანვარი. 2017. 10:19


 


შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, საბერძნეთის რესპუბლიკის მოქალაქე, 1968 წელს დაბადებული გ.ჩ., ნარკოდანაშაულისთვის თბილისში დააკავეს.


სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, 58,4 მილიგრამი მეტადონის მარილის შემცველი სითხე და 8,77 გრამი კოკაინის მარილი ამოიღეს.


გამოძიება დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა" ქვეპუნქტით).




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner