აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სიტყვით გამოსვლისას პირობა დადო, რომ აშშ-სა და მსოფლიოს განვითარების კურსს გრძელვადიანი პერსპექტივით განსაზღვრავს და ძალაუფლებას ვაშინგტონისგან ხალხს გადაცემს.
მისი თქმით, აშშ სხვა ქვეყნებთან მეგობრობის გზებს მოძებნის, მაგრამ აშშ უფლებას დაიტოვებს, საკუთარი ინტერესები პირველ ადგილზე დააყენოს. მისივე განცხადებით, აშშ სხვა ქვეყნებს თავზე არ მოახვევს საკუთარი ცხოვრების წესს, მაგრამ შეეცდება სამაგალითო იყოს მათთვის.
სიტყვით გამოსვლისას ის ასევე შეეხო რადიკალური ისლამური ტერორიზმის საკითხს.
„ჩვენ სრულად აღმოვფხვრით რადიკალურ ისლამურ ტერორიზმს", - განაცხადა დონალდ ტრამპმა.