logo_geo
eng_logo
გიორგი უძილაური „ნაცებზე“: რა ღრძო უნდა იყო ადამიანი, რომ ხელი შეუშალო აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვართან ინვესტიციის განხორციელებას?!
- +

25 მარტი. 2016. 22:06


ჟურნალისტი გიორგი უძილაური სოციალურ ქსელში განცხადებას ვარცელებს და „ნაციონალური მოძრაობის" ბოლო დროინდელ აქტივობას აფასებს:


„დღეს,  25 მარტს განმუხურში „ნაცებმა" საპროტესტო აქცია გამართეს - არ დავუშვებთ რომ ივანიშვილმა იყიდოს მიწის ნაკვეთიო, "ხალხი არ იყიდებაო!".

 

გუშინ, 24 მარტს იმავე განმუხურში, იმ ხალხმა, რომლის სახელითაც დღეს სპეკულირებდა „ნაციონალური მოძრაობა", გამართა აქცია და ითხოვდა- ინვესტიციების განხორციელებას ხელი არ შეუშალოთ, ძლივს დატვირთვა მიეცემა აქაურობასო.

 

თავი დავანებოთ იმას, რომ ნაცები ხალხის სახელით სპეკულირებენ. თავი დავანებოთ იმას, რომ განმუხურში იგეგმება სასტუმროს აშენება და ბოტანიკური ბაღის გაშენება. უბრალოდ, რა ღრძო უნდა იყო ადამიანი, რომ ხელი შეუშალო აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვართან ინვესტიციის განხორციელებას?

 

9 წლიანი ზეობისას ნაციონალები თავს დებდნენ აღმშენებლობაზე და დღეს რომ მშენებლობას და ინვესტიციებს ებრძვიან, ეს ცალკე კლოუნადაა, მაგრამ აფხაზეთის საზღვართან რომ დაიწყება ამხელა პროექტის განხორციელება, ამას როგორ უნდა ებრძოლო?"


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner