logo_geo
eng_logo
დონალდ ტრამპის ინაუგურაციის დროს საპროტესტო აქციის 200-ზე მეტი მონაწილე დააკავეს
- +

21 იანვარი. 2017. 11:45



ვაშინგტონში აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ინაუგურაციის დროს საპროტესტო აქციების მსვლელობისას 200-ზე მეტი ადამიანი დააკავეს.


საპროტესტო აქციაში, რომელიც ქალაქის ცენტრში გაიმართა, ათასამდე ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. ისინი სკანდირებდნენ „არა ტრამპს".

აქციის მონაწილეებმა ვაშინგტონის ცენტრში მდებარე მაღაზიებისა და კაფეების მინები დაამსხვრიეს.


ვაშინგტონის პოლიციის წარმომადგენლის თქმით, აქციის ზოგიერთი მონაწილე შეიარაღებული იყო ჩაქუჩებით. პოლიციამ აქციის ყველა აგრესიულად განწყობილი მონაწილე დააკავა.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner