რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანის დიმიტრი პესკოვის განცხადებით, ვლადიმირ პუტინისა და დონალდ ტრამპის შეხვედრა უახლოეს კვირებში არ არის მოსალოდნელი.
„აშშ-ის პრეზიდენტი ახლა პირველ რიგში ამერიკის საქმეებითაა დაკავებული. შეხვედრის თარიღი შეიძლება განხილულ იქნას ორი პრეზიდენტის სატელეფონო საუბრისას", - განაცხადა პესკოვმა.
მისივე თქმით, საუბარი უფრო იმაზე მიდის, რომ შეხვედრა უახლოეს თვეებში შედგება, ვინაიდან მას მომზადება სჭირდება.