განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ ბათუმში გახსნილ თურქულ სკოლასთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან განმარტება გააკეთა.
„ბათუმში გახსნილ თურქულ სკოლასთან დაკავშირებით პროცედურები მიმდინარეობს. ეს სკოლა გაივლის აკრედიტაციას, ახლა იქ ჩვეულებრივ თურქულ ატესტატებს გასცემენ. მას შემდეგ როცა ჩვენი კანონმდებლობით გაივლიან აკრედიტაციას, ექნებათ ქართული ატესტაცის გაცემის საშუალება", - განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.