logo_geo
eng_logo
პაკისტანში ბაზრობაზე მომხდარ აფეთქებას 21 ადამიანი ემსხვერპლა
- +

21 იანვარი. 2017. 17:28


 


პაკისტანში ყურამის ოლქში, ქალაქ პარაჩინარში ბაზრობაზე აფეთქების შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა, 40 კი დაშავდა.


პაკისტანის არმიის განცხადებით, თვითნაკეთი ბომბი აფეთქდა. ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ტერორისტული აქტი შესაძლოა თვითმკვლელ ტერორისტს მოეწყო.


აღსანიშნავია, რომ პაკისტანის ამ ნაწილში თალიბების მოძრაობა აქტიურობს. თუმცა, ტერორისტულ აქტზე პასუხისმგებლობა ჯერ არავის აუღია.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner