ავღანეთში, მოძრაობა „თალიბანის" დაჯგუფების წევრები თავს დაესხნენ ყანდაღარის პროვინციის მაივანდის მაზრის ერთ-ერთ საპოლიციო უბანს. თავდასხმის შედეგად 43 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 16 პოლიციელია.
პოლიციის დეპარტამენტის წარმომადგენლის თქმით, თავდამსხმელებთა შორის დაქირავებული უცხოელები იყვნენ.
„ანადოლუს" ინფორმაციით, სამაშველო ძალებმა თავდამსხმელების მოგერიება შეძლეს.