უნივერსალურმა სამედიცინო ცენტრმა (ყოფილი ონკოლოგიური საავადმყოფო), ჰუმანიტარული დახმარების სახით, ფარმაცევტული კომპანია „ჰუმანითი ჯორჯიასგან" ჰუმანიტარული დახმარება მიიღო. ეს არის „ჰუმანითი ჯორჯიას" მიერ შემოტანილი ანტიბიოტიკების, პრობიოტიკების, ანთების საწინააღმდეგო და ტკივილგამაყუჩებელი პრეპარატების მოცულობითი პარტია, რომელიც საავადმყოფოს პაციენტებისთვისაა განკუთვნილი.
„ჰუმანითი ჯორჯიას" გენერალური დირექტორის ანდრეი კუზმას განცხადებით, კომპანია აგრძელებს კლინიკებისთვის ჰუმანიტარული დახმარების აქციას. „ჩვენი აქციის ფარგლებში დღეს უნივერსალურ სამედიცინო ცენტრს ვესტუმრეთ. „ჰუმანიტი ჯორჯიას" უკლებლივ ყველა პრეპარატი დამზადებულია საუკეთესო ფარმაცევტულ ქარხნებში, რომლებიც ფლობენ GMP-ის სერტიფიკატს და მათ დამატებით, ასევე გავლილი აქვთ ხარისხის სერიული კონტროლი. იმედი მაქვს, ჩვენი დღევანდელი ჰუმანიტარული აქცია უნივერსალური სამედიცინო ცენტრის პაციენტებს ყოფას შეუმსუბუქებს. ჰუმანიტარული მიმართულება ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტია და კომპანია ამ მიმართულების განვითარებას მომავლშიც გეგმავს", - აღნიშნა ანდრეი კუზმამ.
კუზმას თქმით, „ჰუმანითი ჯორჯიას" პრეპარატების მთავარი უპირატესობა, მაღალ ხარისხთან ერთად არის ის, რომ არსებულ ანალოგებთან შედარებით, ისინი გაცილებით დაბალ ფასად უკვე არის წარმოდგენილი ქართულ ბაზარზე.
უნივერსალური სამედიცინო ცენტრის დიერქტორის მამუკა მახათაძის თქმით, ამგვარი ჰუმანიტარული აქციები მნიშვნელოვანი დახმარებაა კლინიკის პაციენტებთან მიმართებაში.
„ჩვენი ცენტრი უკვე მეორედ გახდა „ჰუმანითი ჯორჯიას" ჰუმანიტარული აქციის ადრესატი, რაც, ცხადია, გვახარებს და პაციენტების სახელით მინდა მადლობა გადავუხადო ამისთვის ბაზარზე ახლადშემოსული კომპანიის მენეჯმენტს. რა თქმა უნდა, ამგვარი ჰუმანიტარული აქციები მნიშვნელოვანი დახმარებაა კლინიკის პაციენტებთან მიმართებაში", - განაცხადა მამუკა მახათაძემ.
ანდრეი კუზმას ინფორმაციით, გარდა 250-მდე დასახელების ხშირი მოხმარების ხარისხიანი პრეპარატის მისაღებ ფასად იმპორტისა, „ჰუმანითი ჯორჯიას" ამბიციური გეგმები აქვს ადგილობრივი ფარმაცევტული წარმოების მიმართულებითაც. კერძოდ, კომპანიის გენერალური დირექტორის განცხადებით, საპარტნიორო ფონთან თანაშრომლობით ხორციელდება ერთობლივი პროექტი, რომელიც ულტრათანამედროვე ფარმაცევტული ქარხნის მშენებლობას ითვალისწინებს. ქარხანა აღჭურვილი იქნება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ სერთიფიცირებული ხარისხის კონტროლის ლაბორატორიით და თანამედროვე სასაწყობო მეურნეობით.
„ჰუმანითი ჯორჯიას" კარდიოლოგიური ჯგუფის პრეპარატები უკვე იყიდება ყველა წამყვან სააფთიაქო ქსელში და მათი შეძენა მომხმარებელს, ანალოგებთან შედარებით, მინიმუმ 30 %-ით იაფად შეუძლია. უახლოეს მომავალში ბაზარი „ჰუმანითი ჯორჯიას" სხვა ჯგუფის პრეპარატებითაც მომარაგდება.
ანდრეი კუზმას განცხადებით, „ჰუმანითი ჯორჯია", ეს არის დინამიურად განვითარებადი კომპანია, რომელიც ამბიციური გეგმებით შემოდის ბაზარზე და სურს დამკვიდრდეს ქართულ ფარმაცევტულ ბიზნესში, როგორც ხელმისაწვდომი, უსაფრთხო და ხარისხიანი პრეპარატების მიმწოდებელი კომპანია.