მთაწმნინდის მაჟორიტარი დეპუტატი ზაზა პაპუაშვილი საქართველოს პარლემენტის თავჯდომარის, დავით უსუფაშვილის განცხადებას, იმის შესახებ, რომ პარლამენტში იურისტებმა უნდა მოიმატონ, გადაცემა „პრიორიტეტში" პასუხობს:
„დავით უსუფაშვილს არ ვიცნობ უტაქტო ადამიანად, მე მას პატივს ვცემ, ამიტომ მისი ნათქვამი ერთგვარად სწორი იყო. მან მსახიობებისა და სპორტსმენების მიმართ შეურაცხყოფა კი არ გამოხატა, მან თქვა, რომ ერთი მესამედი, ან ორი მესამედი ნუ ვიქნებით ხელოვანები და სპორტსმენები. ამიტომ მე უსუფაშვილზე არ გავბრაზებულვარ და არც ჩემს თავზე მიმიღია, ეს იყო და ეს."- განაცხადა პაპუაშვილმა.
„როგორც ყოველთვის ხდება, შინაური თუ მოგაყენებს რაღაცა ტკივილს! დაეწყოს ძალიან ბევრი მოქმედი თუ უმოქმედო პოლიტიკოსი, რომელ მხარესაც არ უნდა იყვნენ და აწონ-დაწონონ ქვეყნისვის რა აქვთ იმდენი გაკეთებული, რაც ხელოვანება გააკეთეს საქართველოსთვის!
ასეთ განცხადებებს ასეთი პასუხი უნდა გეცეს. თუ ასეთ გაღიზიანებას ვიწვევთ ბევრში, კარგად იყავით, არც თქვენი ყურადღება გვინდა და არც არაფერი!
არავისთვის არ მოგვითხოვია ძეგლები და საფლავზე ჩუქურთმები, ჩვენ ვიბრძოლეთ ქვეყნისთვის ისე, როგორც მიგვაჩნდა სწორად. ვერავინ აგვიკრძალავს პარლამენტში სპორტმესენი იქნებიან თუ სხვა ვინმე, სხვა საქმეა ამას მოვინდობეთ ჩვენ თუ არა. მე ზომიერების ნათურა მაქვს."- განაცხადა პაპუაშვილმა.