logo_geo
eng_logo
კომერციულ ბანკებს სესხების გასალარებლად 2000-მე მეტმა ადამიანმა მიმართა
- +

21 იანვარი. 2017. 19:50


 


საქართველოს ბანკების ასოციაციის პრეზიდენტის ზურაბ გვასალიას განცხადებით, გალარების დაწყებიდან მესამე დღეს, საქართველოს კომერციულ ბანკებს სესხების გასალარებლად 2000-მე მეტმა ადამიანმა მიმართა.


მისი ინფორმაციით, 100-ზე მეტმა საკუთარი სადოლარე სესხი უკვე გაალარა. საშუალო პროცენტი, რომელიც გალარებისას დაფიქსირდა, 10-11 პროცენტია.


„ვფიქრობთ, გალარების პროგრამით პოტენციური მონაწილეების მაქსიმალური რაოდენობა ისარგებლებს. მხოლოდ სამი დღეა გასული, ბანკებში კი არ წყდება სატელეფონო ზარები, ხოლო მიმართვიანობამ 2000-ს გადააჭარბა.

აღსანიშნავია ისიც, რომ ბანკებს ჯერ არ დაუსრულებიათ გალარების პროგრამის პოტენციური მონაწილეების მოკლე ტექსტური შეტყობინებებით ინფორმირება. მოსახლეობა ძალიან აქტიურია, რაც კიდევ ერთხელ მიანიშნებს იმას, რომ მათთვის საინტერესო და მისაღებია საბანკო სესხების იმ ვალუტაში გადმოტანა, რომელშიც შემოსავალი აქვს", - განაცხადა ბანკების ასოციაციის პრეზიდენტმა.


ზურაბ გვასალიას განცხადებით, საქართველოს საბანკო სექტორი მზადაა გალარების პროგრამის ხარვეზების გარეშე მომსახურებისთვის.


სესხების გალარების სამთავრობო პროგრამა 17 იანვარს დაიწყო და 2 თვეს გასტანს. პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ მათ, ვინც უძრავი ქონების უზრუნველყოფით აშშ დოლარში საბანკო სესხი 2015 წლის 1-ელ იანვრამდე აიღო. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner