logo_geo
eng_logo
ზაზა ხატიაშვილი: მივმართავ სამარცხვინო ადამიანებს, რომლებიც შორიდან უყურებდით, როგორ აყენებდნენ ვაზაგაშვილის მეუღლეს შეურაცხყოფას!
- +

25 მარტი. 2016. 22:31


„საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის" თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილი სოციალურ ქსელში  განცხადებას ავრცელებს:


„დღეს , დავესწარი სააპელაციო სასამართლოში ზურაბ ვაზაგაშვილის სასამართლო პროცესს.

მივმართავ იმ სამარცხვინო ადამიანებს, რომლებიც იური ვაზაგაშვილის ოფისში იჯექით დღედაღამე და დღეს შორიდან უყურებთ, როგორ აყნებენ იური ვაზაგაშვილის მეუღლე ციალა შანავას შეურაცხყოფას, გვერდში დავუდგეთ იური ვაზაგაშვილის მეუღლეს!

 

ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე გამლანძღეს იმის გამო, რომ გავბედე სასამართლო პროცესზე დასწრება, მეძახეს ნარკომანი ადამიანს, რომელსაც სიცოცხელში სიგარეტი არ მომიწევია, არჩევნების შემდეგ დამემუქრნენ ციხეში ჩასმით. ცნობილ ჟურანლისტ, ნინო მიქიაშვილზე ნამდვილი იერიში მიიტანეს, გალანძღეს ბუტა რობაქიძის დედა ია მეტრეველი.

 

როდესაც სასამართლო პროცესი დამთავრდა დავრჩი ქალბატონ ციალა შანავასთან და დაველოდეთ, როდის დატოვებდა სასამართლო შენობას მოწინააღმდეგე მხარე, მაგრამ გარეთ გველოდებოდნენ. უნდა გამოვფხიზლდეთ მეგობრებო! "- აცხადებს ზაზა ხიატიაშვილი. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner