რუსული მედიის ინფორმაციით, რუსეთის დედაქალაქში მოსალოდნელი ქარბუქის გამო, აეროპორტებში 33 რეისი გაუქმდა, ხოლო 45 ავიარეისი გადაიდო.
მოსკოვის დომოდედოვოს აეროპორტში 6 რეისი გაუქმდა, ხოლო 31 რეისი დაგვიანებით შესრულდა. რაც შეეხება შერემეტევოს აეროპორტში 27 რეისი გაუქმდა, ხოლო 14 გადაიდო.
ამ დროისთვის რუსეთის დედაქალაქში -4 გრადუსი ყინვა და თოვლია. საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, უახლოეს საათებში მოსკოვში ძლიერი ქარბუქია მოსალოდნელი.