ვაშინგტონში ტრამპის წინააღმდეგ ასობით ათასი ადამიანი გამოვიდა „ქალების მარშზე", რაც აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ინაუგურაციის პირველ დღეს აგორებული საერთაშორისო საპროტესტო ტალღის კულმინაციად იქცა.
საპროტესტო აქციის მონაწილეთა რაოდენობა მოსალოდნელი 200 ათასიდან 500 ათასამდე გაიზარდა.
ვაშინგტონში მიმდინარე მარშის სოლიდარობის ნიშნად საპროტესტო აქციები მსოფლიოს ასობით ქალაქში მიმდინარეობს. მათ შორის სიდნეიში, ლონდონში, პარიზსა და ბარსელონაში.
აქციების ორგანიზატორებს, რომელთა შორის არიან მემარცხენე პარტიები, ფემინისტები და მწვანეები, მსოფლიოს ყურადღების ფოკუსირება სურთ ქალთა უფლებებზე, რაც, მათი აზრით, საფრთხის ქვეშაა დონალდ ტრამპის გაპრეზიდენტების შემდეგ.
აქციის მონაწილეები ასევე მოითხოვენ რასობრივ თანასწორობას, ჯანდაცვის ხელმისაწვდომობას და აბორტის უფლებას.