მომღერალი ზურა ხაჩიძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:
„არ მინდოდა დამეწერა, მაგრამ უნდა დავწერო: ალბათ ბევრი თქვენთაგანი იყავით Boys 2 Men-ის კონცერტზე და ბევრმა შეამჩნიეთ, რომ გახმოვანება იყო კატასტროფა და ძალიან გაუჭირდა ჯგუფს და თან ისეთ გამოცდილ ჯგუფს, როგორიც არის Boys 2 Men-ი დარბაზის აყვანა და გაოცება!!! ამის შემდეგ, როცა დაიწყებთ ქართველ მომღერლებზე კრიტიკას, გაითვალისწინეთ, თუ რამდენად რთულია საქართველოში სცენაზე დგომა, თან ჯგუფისთვის!!! რუბრიკიდან „დააფასე შენი ეროვნული მომღერალი" - წერს ზურა ხაჩიძე.