logo_geo
eng_logo
ფოთში ავტოსაგზაო შემთხვევას 29 წლის მამაკაცი ემსხვერპლა
- +

22 იანვარი. 2017. 11:48




ფოთში, 8 მარტის ქუჩაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 29 წლის მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა.


თვითმხილველთა ინფორმაციით, „ოპელის" მარკის ავტომანქანა მოცურდა, ბოძს შეეჯახა, ამოტრიალდა და სანიაღვრე არხში ჩავარდა.


მამაკაცი, რომელიც ავტომანქანას მართავდა, ადგილზე გარდაიცვალა. მის ამოსაყვანად მანქანის გაჭრა გახდა საჭირო, რაც სამაშველო სამსახურის ბრიგადებმა უზრუნველყვეს.


ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარებისა და საპატრულო პოლიციის ჯგუფები. მიმდინარეობს გამოძება.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner