გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა გამოცემა „bild"-თან საუბარში განაცხადა, რომ დონალდ ტრამპის აშშ-ის პრეზიდენტად არჩევით მე-20 საუკუნის ძველი მსოფლიო საბოლოოდ დასრულდა.
მინისტრის თქმით, მსოფლიო მზად უნდა იყოს მღელვარე პერიოდისთვის.
„ჩვენ დიალოგს გავმართავთ აშშ-ის ახალ ადმინისტრაციასთან, რომ მათ ჩვენი დამოკიდებულება, ღირებულება და ინტერესები გავაცნოთ", - განაცხადა შტაინმაიერმა და დასძინა, რომ ბერლინი ვაშინგტონთან თანამშრომლობის გაძლიერებით არის დაინტერესებული.
ამერიკის 45-ე პრეზიდენტის ინაუგურაცია ვაშინგტონში 20 იანვარს კონგრესის შენობასთან გაიმართა.