logo_geo
eng_logo
შტაინმაიერი: ტრამპის პრეზიდენტად არჩევით მე-20 საუკუნის ძველი მსოფლიო საბოლოოდ დასრულდა
- +

22 იანვარი. 2017. 12:34



გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა გამოცემა „bild"-თან საუბარში განაცხადა, რომ დონალდ ტრამპის აშშ-ის პრეზიდენტად არჩევით მე-20 საუკუნის ძველი მსოფლიო საბოლოოდ დასრულდა.


მინისტრის თქმით, მსოფლიო მზად უნდა იყოს მღელვარე პერიოდისთვის.

 

„ჩვენ დიალოგს გავმართავთ აშშ-ის ახალ ადმინისტრაციასთან, რომ მათ ჩვენი დამოკიდებულება, ღირებულება და ინტერესები გავაცნოთ", - განაცხადა შტაინმაიერმა და დასძინა, რომ ბერლინი ვაშინგტონთან თანამშრომლობის გაძლიერებით არის დაინტერესებული.


ამერიკის 45-ე პრეზიდენტის ინაუგურაცია ვაშინგტონში 20 იანვარს კონგრესის შენობასთან გაიმართა.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner