logo_geo
eng_logo
თეთრი სახლის ადმინისტრაციამ მედია არასწორი ინფორმაციის გავრცელებაში დაადანაშაულა
- +

22 იანვარი. 2017. 12:35



თეთრი სახლის ადმინისტრაციამ მედია ტრამპის ინაუგურაციაზე მისული მოსახლეობის რაოდენობის არასწორად გაშუქებაში დაადანაშაულა.


დონალდ ტრამპის განმარტებით, მისი ინაუგურაციის სანახავად ვაშინგტონის ცენტრში მილიონნახევარი ადამიანი შეიკრიბა.


პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, ფიცის დადების ცერემონიის სანახავად კაპიტოლიუმის შენობასთან 250 ათასი ადამიანი მივიდა.


თეთრი სახლის წარმომადგენელმა შონ სპაისერმა განაცხადა, რომ მოსახლეობის ენთუზიაზმის დაკნინების მცდელობა არასწორი და სამარცხვინოა.


„ეს ინაუგურაციის სანახავად ოდესმე მისული ადამიანების მაქსიმალური რაოდენობა იყო. არა მხოლოდ იმ ადამიანების გათვალისწინებით, ვინც დედაქალაქის ცენტრში შეიკრიბა, არამედ მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ინაუგურაციასთან დაკავშირებით მოსახლეობის ენთუზიაზმის დაკნინების მცდელობა არასწორი და სამარცხვინოა", - განაცხადა შონ სპაისერმა.


ტრამპმა პრეზიდენტად არჩევის მომენტიდან მედიით უკმაყოფილება უკვე არაერთხელ გამოხატა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner