logo_geo
eng_logo
სანდრო ბრეგაძე „ნაციონალებზე“: ყველა ნაძირალას ხვედრი ერთია - სანაგვე!
- +

22 იანვარი. 2017. 13:20



მოძრაობა „ეროვნულების" ლიდერი სანდრო ბრეგაძე სოციალურ ქსელში „ნაციონალურ მოძრაობასთან" დაკავშირებით სტატუსს აქვეყნებს:

 

„ერთი უბნელი მყავდა, ბავშვობაში ძველბიჭობდა, სპორტსმენი იყო. სკოლის დამთავრების შემდეგ მილიციაში შევიდა. ალბათ კარგად გახსოვთ 90-იანი წლების ძაღლები, დიახ ძაღლები და არა პოლიციელები, რომლებიც ქუჩაში მიმავალს მანქანას გაგიჩერებდნენ, გახეულ კაიფში გადმოვიდოდნენ და ძველბიჭური ლექსიკით გაწვებოდნენ, რათა ფული წაერთმიათ. მოკლედ, ეს ჩემი უბნელი ყველაზე საზიზღარ ძაღლად ჩამოყალიბდა, ნავარჯიშები კი იყო და ხალხს უმოწყალოდ ურტყამდა და აწამებდა დოლიძის საძაღლეთში. ასეულობით ადამიანის ცოდვა დაიდო ამ ნაძირალამ. ერთ მშვენიერ დღეს კაიფზე გამოიჭირეს და მილიციიდანაც გამოაგდეს, ცოტა ხანი აგენტობდა, შემდეგ ესეც დამთავრდა და დარჩა ეს ნაძირალა ქუჩაში, ქუჩაში იმ ხალხთან, ვისაც წლები ამწარებდა. უიარაღო, უქსივო, ძალაუფლების გარეშე ჩვეულებრივ ჩმორად იქცა. მტერს არ ვუსურვებ მის ბედს, დღე არ გავიდოდა ვინმეს არ ეცემა, ეგინებინა, გაეპრაშლიაკებინა. არც არავის ეცოდებოდა. ამდენი ცემისგან და კრაკადილის კეთებისგან საგიჟეში მოხვდა, შემდეგ მოკვდა და მის გასვენებაში უბნიდან არავინ მივიდა, პირიქით ყველა იძახდა - ძაღლი მიაკვდაო!!! რაზე გამახსენდა ეს ამბავი იცით? აი იმ ძაღლივით უიარაღოდ, აბჯრის და დაცვის გარეშე, ძალაუფლებადაკარგული მიშა და ნაცებიც იგივე დღეში არიან, დღეს ნათლად გამოჩნდა მიჩმორებული ნაცები, რომლებსაც წყალს არ დაალევინებს არავინ და პასუხი ყოველივეზე მარტივია - ყველა ნაძირალას ხვედრი ერთია - სანაგვე!!! მიშა და ნაცები უკვე სანაგვეზე არიან და უიარაღო-უაბჯროებს ამიტომაც ურტყამს ხალხი!!!" - წერს სანდრო ბრეგაძე.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner