logo_geo
eng_logo
ზაზა პაპუაშვილი: შანტაჟის ტყვე ქვეყანა ვერ გახდება! ვისკენ იშვერენ ხელს გამაგებინეთ!
- +

25 მარტი. 2016. 23:19


მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატის, ზაზა პაპუაშვილს განცხადებით ფარული ვიდეოების გავრცელება ვერც ამ ხელისუფლებას ჩამოშლის და ვერც საზოგადოებაზე მოახდენს გავლენას, რადგან საზოგადოებამ იუმორით თუ სხვა სახით ამ ყველაფერზე მაღლა დადგომა მოახერხა.


ამის შესახებ პაპუაშვილმა გადაცემაში „პრიორიტეტი" განაცხადა:

 

 

„ეს არ ჩამოშლის ქვეყანას, არ დაანგრევს ქვეყანას, ამაზე მაღლა უნდა დადგეს ყველა ადამიანი. ნელ-ნელა ეს თემაც აქტუალურობას დაკარგავს. კადრების და შანტაჟის ტყვე ქვეყანა ვერ გახდება!

 

საქმე იმაშია, რომ წავიდა ვაჭრობა ის ხელისუფლება-თუ ეს ხელისუფლება, ვისკენ იშვერენ ხელს გამაგებინეთ!  ჩვენ ძალიან კარგად ვიცით რომელი ხელისუფლება იყო დაკავებული ამით, ვინ ქმნიდა ამ არქივს და ისტორიას!

უნდა გამოჩნდეს კვალი, თუ ვინ არის დამნაშავე კადრების გავრცელებაში და ყველა უნდა დაისაჯოს!

ცოტა დაფიქრდნენ, ვისკენ უნდა გაიშვირონ ხელი!"- განაცხადა ზაზა პაპუაშვილმა.  


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner