logo_geo
eng_logo
ჩილეში, ტყეში გაჩენილი ხანძრის გამო, საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა
- +

22 იანვარი. 2017. 14:14



ჩილეში უკანასკნელი ათწლეულების განმავლობაში ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ ტყის ხანძარს ებრძვიან, რის გამოც ცენტრალურ რეგიონებში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.


ტყეს ცეცხლი დაახლოებით ერთი კვირის წინ გაუჩნდა და ანომალიური სიცხის გამო სწრაფად გავრცელდა. ხანძარმა 63 ათასი ჰექტარი მიწის ნაკვეთი მოიცვა.


ადგილობრივი მედიის ცნობით, ხანძარმა ყველაზე მეტად ლიბერტადორ-ჰენერალ-ბერნარდო-ო'ჰიგინსის ცენტრალური ოლქი დააზარალა, სადაც ცეცხლი 45 ათას ჰექტარზეა გავრცელებული.


ხანძრის შედეგად, დაახლოებით, 200 ადამიანი დაზარალდა, დაინგრა 40-მდე სახლი.


ჩილეს პრეზიდენტმა მიშელ ბაჩელეტმა დახმარება საფრანგეთის პირველ პირს ფრანსუა ოლანდს სთხოვა, რომელიც ქვეყანაში ვიზიტით იმყოფება.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner