logo_geo
eng_logo
პეტრო პოროშენკო: უკრაინამ დონბასზე უარი არ უნდა თქვას
- +

22 იანვარი. 2017. 14:14



უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ უკრაინის სახალხო რესპუბლიკის დღეს განაცხადა, რომ უკრაინამ უარი არ უნდა თქვას დონბასზე (რუსეთ-უკრაინის სახელმწიფო საზღვარი, დონეცკისა და ლუგანსკის ოლქები), რადგან, მისი აზრით, ეს ნაბიჯი აღმოსავლეთ უკრაიანას მშვიდობას არ მოუტანს.  


„ჩვენ გვყავს პოლიტიკური ძალები, რომლებიც შენიღბულად გვთავაზობენ უარი ვთქვათ დონბასზე, რომლებიც ამბობენ, რომ დონბასის მოსახლეობას უნდა მივუდგეთ ისე, როგორც უცხო ქვეყნის მოქალაქეებს", - განაცხადა პეტრო პოროშენკომ.


უკრაინის პირველმა პირმა დონბასის დათმობის იდეა გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ უკრაინის მიწების გაფანტვა მშვიდობას არ მოიტანს.


2014 წელს რუსეთმა ყირიმის ანექსიის შემდეგ მხარი დაუჭირა დონბასის სეპარატისტულად განწყობილ მოსახლეობას. უკრაინის ამ რეგიონში დღემდე საომარი მდგომარეობაა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner