ქობულეთში მე-13 დღეა დაკარგულ მამაკაცს ეძებენ.
53 წლის ჯემალ მორჩილაძე სანადიროდ გავიდა და მას შემდეგ არავის უნახავს. მამაკაცს თან ჰქონდა ყავისფერი ჩანთა და სანადირო თოფი.
ტელეკომპანია „იმედის" ინფორმაციით, სამაშველო სამსახურმა დაკარგულის ძებნა იმავე დღეს დაიწყო.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, სამძებრო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს.