logo_geo
eng_logo
ეკა ბესელია: საზოგადოებრივი მაუწყებელი საზოგადოების ინტერესებს უნდა ემსახუროს
- +

22 იანვარი. 2017. 14:41



პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიამ  იურიდიული კომიტეტის სხდომის დასრულების შემდეგ, სადაც საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლების საკანონმდებლო წინადადება განიხილეს, განაცხადა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი საზოგადოების ინტერესს უნდა ემსახუროს.


„მთავარი ამოცანა არის ის, რომ მკაფიოდ განისაზღვროს საზოგადოებრივი მაუწყებლის საქმიანობის მიზანი, რომ ის გამოხატავდეს იმ ძირითად არსს, რაც კანონითაა დადგენილი, რომ მას ხელი არ შეეშალოს დამოუკიდებლად, მიუკერძოებლად და პირუთვნელად ემსახუროს საზოგადოების ინტერესებს",  - განაცხადა ეკა ბესელიამ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner