რომის პაპმა ფრანცისკემ ესპანურ გამოცემა El Pais-თან დონალდ ტრამპის ინაუგურაციის შემდეგ პოლიტიკაში პოპულიზმის ზრდის საფრთხეებზე ისაუბრა. იგი შიშობს, რომ პოლიტიკურმა კრიზისებმა, შესაძლოა, დიქტატურების გაჩენამდე მიგვიყვანოს, როგორც ეს გერმანიისა და ჰიტლერის შემთხვევაში მოხდა.
რომის პაპმა უარყოფით კონტექსტში განიხილა სხვადასხვა ქვეყნის საზღვარზე მავთულხლართებისა და კედლების გაჩენის ფაქტი, რომელიც მიზნად მიგრანტთა ნაკადის გაკონტროლებას ისახავს.
პაპმა ფრანცისკემ ამერიკის შეერთებული შტატების ახალი პრეზიდენტის შეფასებისგან თავი შეიკავა და დასძინა: „ვნახოთ, რას გააკეთებს ტრამპი".