თეთრი სახლის წარმომადგენლის შონ სპაისერის ინფორმაციით, გაერთიანებული სამეფოს პრემიერ მინისტრი ტერეზა მეი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს დონალდ ტრამპს ხუთშაბათს ვაშინგტონში შეხვდება.
გავრცელებული ინფორმაციით, ტრამპი და ტერეზა მეი ორ ქვეყნას შორის თავისუფალი ვაჭრობის საკითხს განიხილავენ, რომელიც დღის წესრიგში „ბრექსიტის" ძალაში შესვლის შემდეგ დადგება.
განხილვის ერთ-ერთი თემა NATO-ში, ევროკავშირსა და რუსეთში არსებული მდგომარეობაც იქნება.