logo_geo
eng_logo
ასტანაში სირიის საკითხზე რუსეთის, ირანისა და თურქეთის დელეგაციების შეხვედრა მიმდინარეობს
- +

22 იანვარი. 2017. 15:29



ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში რუსეთის, ირანისა და თურქეთის დელეგაციების შეხვედრა მიმდინარეობს.


შეხვედრაზე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ახლო აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთ აფრიკის დეპარტამენტის დირექტორი სერგეი ვერშინინი წარმოადგენს. ირანისა და თურქეთის მხრიდან შეხვედრას საგარეო საქმეთა მინისტრების მოადგილეები ესწრებიან.


23-24 იანვარს ასტანაში მრავალმხრივი მოლაპარაკებები გაიმართება სირიაში ცეცხლის შეწყვეტის დოკუმენტის ხელმოწერის მიზნით. შეხვედრაზე მოლაპარაკებებს პირველად დაესწრებიან სირიის ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლები.


ამერიკის შეერთებული შტატები შეხვედრაზე ოფიციალურ დელეგაციის გაგზავნაზე უარს აცხადებს და შტატებს მოლაპარაკებებზე მხოლოდ ელჩი წარადგენს, რომელიც ყაზახეთში ამერიკის დიპლომატიურ მისიას ხელმძღვანელობს.


სირიაში კონფლიქტი 2011 წლის მარტში დაიწყო, როდესაც სირიის ქალაქ დერააში კედლებზე ანტისახელისუფლო ლოზუნგები გამოჩნდა. არაოფიციალური მონაცემებით, კონფილიქტმა, 200 ათასზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, 10 მილიონამდე კი, ლტოლვილი გახდა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner