საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ამ წუთებში, რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთზე გზის გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს, იყრება ქვიშა-მარილის ნარევი. აკრძალულია მხოლოდ მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ტრანსპორტის გადადგილება.
ადგილზე იმყოფება საავტომობილო გზების დეპარტამენტის შესაბამისი სამსახურები და ტექნიკა. ამინდის გაუმჯობესებისთანავე მისაბმელიანი ტრანსპორტის მოძრაობა აღდგება.