რუსეთის პრემიერ-მინისტრმა დიმიტრი მედვედევმა ქვეყნის მმართველი პარტიის სხდომაზე განაცხადა, რომ არ ღირს ანტირუსული სანქციების მოხსნის ლოდინი და დასძინა, რომ ეს ყველაფერი ილუზიაა.
„დროა თავი დავაღწიოთ ილუზიებს, თითქოს რომელიმე ანტირუსული სანქცია მოიხსნება. არ ღირს იმედების დამყარება რომელიმე უცხოელი ლიდერის შეცვლაზე", - აღნიშნა მედვედევმა.
დიმიტრი მედვედევმა აგრარული დარგის წარმომადგენლებს მოუწოდა ისარგებლონ შექმნილი ვითარებით.
„ჩვენ მხარს დავუჭერთ მათ, რადგან ნებისმიერ შემთხვევაში ჩვენი თავი ჩვენვე უნდა გამოვკვებოთ", - განაცხადა მედვედევმა.