თურქული გამოცემა Milliyet-ის ინფორმაციით, თურქმა სამართალდამცველებმა ტერორიზმის ბრალდებით 43 წლის შარიფ ტურუნჩი დააკავეს, რომელმაც წუხელ სტამბოლში თურქეთის მმართველი პარტიისა და უშიშროების სამმართველოს შენობებს ყუმბარმტყორცნიდან ცეცხლი გაუხსნა. ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა.
დაკავებული ტერორისტული ორგანიზაცია „რევოლუციური სახალხო-განმათავისუფლებელი მარტია-ფრონტის" წევრია.
აღნიშნულმა ტერორისტულმა ორგანიზაციამ პასუხისმგებლობა აიღო 2013 წელს თურქეთის ხატაის პროვინციის ქალაქ რეიხანლიში განხორციელებულ ტერორისტულ აქტზე, რომლის შედეგად 46 ადამიანი დაიღუპა და 155 დაშავდა.