ავტორი ნუგზარ ფოფხაძე
ჩემო მეგობრებო,
ჟურნალისტებო,
უწინარესად, მეექვსეკორპუსელებო!
გუშინ, გარდაიცვალა საზღვარგარეთ სამკურნალოდ მყოფი ჩვენი მაკა ფერიაშვილი!
საამაყო კოლეგა, უვაჟკაცესი გოგონა, უღალატო, ნიჭიერი...
მახსოვს, უარი ვერ მკადრა, როცა ჯერ ვურჩიე, მერე კი დაჟინებით მოვთხოვე ივრიტის შესწავლა სწორედ მას, შრომისმოყვარეს და განსაკუთრებული მიზანსრაფვით დაჯილდოვებულ სტუდენტს. მინდოდა ქართველ ჟურნალისტებში ყოფილიყო ებრაულის მცოდნე... ერთ წელიწადში ისე „ალაპარაკდა" რომ... ისინი უკკვ თავისიანად თვლიდნენ.
მაკა და მისი საოცრად თბილი ოჯახი არაერთგზის იყო მეექვსეკორპუსელთა გულუხვი მასპინძელი ყვარელში, ჩვენთვის საგანგებოდ მოწყობილი ყოველწლიური რთველის დროს...
მან შექმნა მშვენიერი ჟურნალისტური ოჯახი ორი პატარა ანგელოზით, რომლებიც თან ჰყავდა წაყვანილი შვედეთში, მკურნალობის დროსაც რომ არ მოეკლო მათთვის დედობრივი სითბო.
...ვდარდობდი. სისტემატურად ვუკავშირდებოდი. იქიდან მე მამხნევებდა...
ძალიან ვწუხვარ, ძალიან!
გულწრფელი სამძიმარი ფერიაშვილების საოცარ ოჯახს.
„რეპორტიორი" მწუხარებას გამოთქვამს მაკა ფერიაშვილის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს მის ოჯახსა და ახლობლებს.