აფხაზეთის ომის ვეტერანი მალხაზ თოფურია საკუთარ ფეისბუქგვერდზე ციხისძირიდან ხის გადარგვის პროცესს ეხმიანება:
„2006 წელი, რუსთავი 2...
ცოცხალი ხის გადატანა გემით.... აღფრთოვანებული ცრემლმორეული ადგილობრივი კორესპონდენტის პირდაპირი ჩართვა ადგილიდან და მისი ემოციები: ამ უპრეცედენტო აქციაზე, მის უკან მდგომი, ადგილობრივი ბედნიერი მოსახლეობა... შეძახილები, რომ ასეთი სილამაზე ჯერ არ უნახავთ, მადლობა პრეზიდენტს ნოვაციისთვის, ვინმე ეკოლოგ ექსპერტის კომენტარი, რომ როდესაც ქვეყანას ასეთი პრეზიდენტი ჰყავს მას ეკოლოგიური საფრთხეები არ ემუქრება... მაგრამ საკვანძო სიტყვა მაინც „უპრეცედენტო" იქნება, რა თქმა უნდა ქვეყნის ბიუჯეტს რა დაუჯდა ეს უპრეცენდობა ამაზე სიტყვა არ დაიძვრება...
2016 წელი, რუსთავი 2
ცოცხალი ხის გადატანა გემით.... აღშფოთებული დუჟმომდგარი ადგილობრივი კორესპონდენტი მის უკან შეშფოთებული ადგილობრივი მოსახლეობა, გამომეტყველებით „საქართველოვ ვინ მოგცა ხე გადასარგავი" ეკოლოგ ექსპერტის პროგნოზი, რომ ეს ბუნების განადგურების მიზანმიმართული ქმედებაა, ეკონომისტ ბიძინამ ფული რაში დახარჯოს... ექსპერტის გათვლები, რა ძვირი უჯდება ეს ოლიგარქს და ამ თანხით რამდენი ენჯეო შეეძლო დაეფინანსებინა, საკვანძო სიტყვა ოლიგარქის „ახირება"
პ,ს.
რეკლამა
ასე კეთდება ინფორმაცია რუსთავი 2 ზე , გვიყურეთ ჩვენ!"