logo_geo
eng_logo
პეტრე მამრაძე: უგულავას არაფერი უშველის…
- +

22 იანვარი. 2017. 21:35



„მართვის სტრატეგიული ინსტიტუტის" ხელმძღვანელმა პეტრე მამრაძემ გაზეთ „ახალ თაობასთან" მიცემულ ინტერვიუში „ნაციონალური მოძრაობის" დაშლასთან დაკავშირებით ისაუბრა. როგორც მამრაძე აღნიშნავს, პარტიიდან გასულ ჯგუფებს არანაირი შანსი არ აქვთ, მათ შორის, არც მიხეილ სააკაშვილს.


გირჩსა" და სხვებს არანაირი შანსი არ აქვთ, ისევე, როგორც უგულავას, რომლის ფოტოები, რომლებიც ასახავს სტრიპტიზბარში მის განცხრომას ბიუჯეტიდან გადარიცხული ფულით, ყველას ახსოვს.


უგულავას არაფერი უშველის, ვინაიდან მხარდამჭერებს მოსახლეობაში ვეღარ მოიპოვებენ. ჩვენ გვახსოვს რესპუბლიკელების ხმაურიანი განცხადებები არჩევნებამდე, გვახსოვს ირაკლი ალასანიასა და მისი გუნდის შემართება და განცხადებები, სხვების განცხადებები. რით დამთავრდა? სად არიან?


მიხეილ სააკაშვილსაც არავითარი მომავალი არ აქვს, რომელსაც შეიძლება ჰყავდეს 12%, მაგრამ, რამდენიც არ უნდა იცოცხლოს მიხეილ სააკაშვილმა, ეს 12% შეიძლება თანდათან გაილიოს, თორემ არ მოემატება. უბრალოდ, ჯერ კაპიტალის ნარჩენები შემორჩა. ღმერთმა ნუ ქნას, საქართველოში მოხდეს სოციალური კოლაფსი, ვთქვათ, ლარის კუპონიზაცია ან სხვა (მე ამას ნამდვილად არ ველი), მაგრამ, დავუშვათ, ასეც რომ მოხდეს, ესენი მაინც ვერ დაბრუნდებიან. შეიძლება, სულ სხვა პოპულისტი და დემაგოგი ვიხილოთ", - განაცხადა მამრაძე.

 

 

 



 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner