22 იანვარს ყველა დროის საყვარელი და ცნობილი მომღერლის თემურ წიკლაურის დაბადების დღეა.
თემურ წიკლაური დაიბადა დაბა კოჯორში 1946 წლის 22 იანვარს. დაამთავრა კოჯრის საშუალო სკოლა. 1972 წელს კი ი. ჭავჭავაძის სახელობის უცხო ენათა პედაგოგიური ინსტიტუტი. 1967 წლიდან ფილარმონიის მსახიობია. 1967-1972 წლებში ვოკალურ-ინსტრუმენტულ ანსამბლ "ციცინათელას", ხოლო 1972 წლიდან საესტრადო ანსამბლ "ივერიას" სოლისტ მომღერალია. საქართველოს დამსახურებული არტისტი (1980). საქართველოს სახალხო არტისტი (1990).
„რეპორტიორი" ულოცავს იუბილარს და კიდევ უამრავ წარმატებას უსურვებს!