logo_geo
eng_logo
ზაზა დავითაია: „ობიექტივი" ცილისმწამებელი ავანტიურისტის, ელისო კილაძის გარეშე!
- +

22 იანვარი. 2017. 23:51



ჟურნალისტი ზაზა დავითაია სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:


მედიაკავშირობიექტივის" ეთერი - ავანტიურისტი ელისო კილაძის გარეშე!!!

 

გულწრფელი სიყვარულით და პატივისცემით მივმართავ ჩემს მეგობრებს და კოლეგებს - მედიაკავშირობიექტივის" ჟურნალისტებს, რომელთა მხარდამხარ სააკოვის ტირანული რეჟიმის წინააღმდეგ სიცოცხლის რისკით მიბრძოლია... როგორც მოყვარე, პირდაპირ გეტყვით: ხალხისთვის ესოდენ საყვარელი და პატივსაცემი თქვენი ტელევიზიიდან დღეს ძალიან ცუდი სუნი გამოდის, რადგან იქ რეჟიმის მეხოტბეს, ცნობილ ავანტიურისტსა და ცილისმწამებელს, ელისო კილაძეს ეთმობა ეთერი. იმედია, ჩემთან საუბრისას მაინც არ გააკეთებთ აპელირებას აზრის გამოთქმის თავისუფლებაზე, რადგან თავადაც კარგად იცით, რომ ავანტიურისტის თქვენს ტელევიზიაში წამყვანად ყოფნა ამ ფარგლებში არ თავსდება. შეგახსენებთ, რომ პირადად მე ორჯერ დამესხნენ თავს ნაცების ზონდერები და დამლეწეს. ერთ შემთხვევაზე სასამართლო პროცესები ამჟამად მიმდინარეობს, ხოლო მეორე შემთხვევაზე განაჩენი დამდგარია-შემდეგი ფორმულირებით: „ადამიანის (ჩემი, ზაზა დავითაიას) დევნა აზრის, მის საზოგადოებრივ და პროფესიულ მოღვაწეობასთან დაკავშირებით"-ეს თქვენ იცით, მაგრამ შეიძლება ის არ იცით და ახლა საჯაროდ გეუბნებით, რომ ჩემზე ნაცების ზონდერების თავდასხმის ორივე შემთხვევაში წამქეზებელი და ინსპირატორი გახლდათ სწორედ ის ელისო კილაძე, რომელიც ყოველ ორშაბათს თავისი აღვირახსნილი ცილისწამებებით, ამჯერადობიექტივის" ეთერიდან წამლავს ქართველ საზოგადოებას! მე ვიცი, რომ თქვენს არხზე რეორგანიზაციები მუდმივად ხდება, რის გამოც სამწუხაროდ, თქვენი ტელევიზიის ეთერი აღარ ეთმობა მრავალ ისეთ მოღვაწეს, რომელთა გადაცემები ქართველ საზოგადოებაში პოპულარობით სარგებლობდა. ამ ფონზე, კიდევ უფრო გამაღიზიანებელია, რომმედიაკაშირ ობიექტივის" ეთერს შემორჩა სუბიექტი, რომელიცაპრავებს" და ამართლებს სააკაშვილის რეჟიმის მიერ ჩადენილ რიგ მკვლელობებს; ცნობილ სახელმწიფო დამნაშავეებს, რომლებსაც ობიექტური სასამართლოს პირობებში სამუდამო პატიმრობა უნდა მისჯოდათ და კოჰაბიტაციის ფონზე მხოლოდ სიმბოლური სასჯელები მიესაჯათ -„პოლიტპატიმრებს" უწოდებს; იმავდროულად, დაუფარავად გულშემატკივრობს რეჟიმის მთავარ დამნაშავეს, ძებნილ მიხეილ სააკაშვილს, რომელიც ყველა დანაშაულის მოთავე და ორგანიზატორია და ხელისუფლებაში მისი დაბრუნების უალტერნატივობას ქადაგებს!

ეს უკვე აღარ არის აზრის თავისუფლება! არამედ, იმ ადამიანებისთვის (მათ შორის ჩემთვის და თქვენთვისაც) სულში ჩაფურთხების ტოლფასია, ვინც რეჟიმის მშვიდობიანი გზით ჩამოგდებაში სიცოცხლის რისკით იბრძოლა!

ყოველივე ზემოთთქმულიდან გამომდინარე... ვთვლი რა, რომ გამოვხატავ ათეულათასობით თქვენი ტელევიზიის გულწრფელი გულშემატკივრის პოზიციას, მოგიწოდებთ, დაუყოვნებლივ დაატოვებინოთ ეთერი ამ ნაძირალა ავანტიურისტს, რომელიც დამნაშავე რეჟიმის ნარჩენების დაკვეთით და დაფინანსებით პერმანენტულად (მათ შორის, „ობიექტივის" ეთერიდანაც) ჩირქს ცხებს პატიოსან ადამიანებს, ცილს სწამებს და მათ მიზანმიმართულ დისკრედიტაციას ეწევა! ბინძური ცილისმწამებლის და დამნაშავე ნაცების რეზიდენტის ადგილი არ არის ქართველი სამოქალაქო საზოგადოების უფლებების და ინტერესების გამომხატველ ისეთ სახალხო ტელევიზიაში, როგორიც არისმედიაკავშირი ობიექტივი!" დაე, აღსრულდეს საზოგადოების ნება - „ობიექტივი" ცილისმწამებელი ავანტიურისტის, ელისო კილაძის გარეშე!" - წერს ზაზა დავითაია.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner