logo_geo
eng_logo
ზაზა პაპუაშვილი „ნაციონალებზე“: დადიან ინდაურებივით და კენკავენ ნებისმიერ საკენკს, ოღონდ ამბავი ატყდეს!
- +

25 მარტი. 2016. 23:40


მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატის ზაზა პაპუაშვილის განცხადებით „ნაციონალური მოძრაობისა" და „ქართული ოცნების" შედარება არ გამოვა, რადგან წინა ხელისუფლება საკუთარ საზოგადოებას ისე აშანტაჟებდა, რომ ეს ყველაფერი მორალურ ფარგლებს სცდებოდა:

 

„ნაციონალური მოძრაობა"  არც ერთ შემთხვევაში არ არის ჩვენი ოპონენტი, ისინი არავის ოპონენტები არ არიან, ისინი საერთოდ არაფერში არ წერიან, დადიან ინდაურებივით და კენკავენ ნებისმიერ საკენკს, რაც შეხვდებათ, ოღონდ ამისგან რაღაცა ამბავი ატყდეს.

 

მიდის მუშაობა, კვალზე გავლენ და ყველა დაინტერესებულია, რომ ეს სიბინძურე დაისაჯოს! საქმე იმაშია, რომ ასეთ ავადმყოფი ადამიანები მართავდნენ ქვეყანას, ასეთი დამნაშავეები, მარაზმატიკები, ერთმანეთს რომ არ ინდობდნენ, ერთმანეთის მეუღლეებზე და შინაურებზე რომ ჰქონდათ კომპრომატები, ასეთი ადამიანები მართავდნენ ქვეყანას!

 

ისინი იყვნენ პირწავარდნილი ბოროტები, ქვეყნის დამაქცევარები და ასეთი პრინციპით მართავდნენ ქვეყანას!"- განაცხადა პაპუაშვილმა გადაცემაში  „პრიორიტეტი." 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner