დეპუტატი ემზარ კვიციანი „ახალ თაობასთან" ინტერვიუში „ნაციონალური მოძრაობის" გაყოფასთან დაკავშირებით საუბრობს. როგორც კვიციანი აღნიშნავს „თავის დროზე საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი დასავლეთის წინააღმდეგ სააკაშვილმა და მისმა გუნდმა განაწყო."
„პროდასავლურად ითვლებიან, მაგრამ სინამდვილეში რუსეთის მიერ იმართებიან. მე ისინი არაერთხელ გავშიფრე. გაშიფრულმა „ნაციონალებმა" ტაქტიკა შეცვალეს და გაყოფა გაითამაშეს. საინტერესოა მათი ახალი სახელწოდებაც - „ევროპული საქართველო". ახლა მათ მიერ მართული მედიასაშუალებები მხოლოდ იმაზე იმუშავებენ, რომ ეს პარტია, როგორც პროდასავლური ძალა, ისე შეფუთონ. თავის დროზე საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი ამერიკისა და დასავლეთის წინააღმდეგ სააკაშვილმა და მისმა გუნდმა განაწყო. „ნაციონალების" გაყოფის, გამრავლების, მიმატებისა თუ გამოკლების მიზანია, საქართველომ ევროპისკენ არ გაიხედოს", - აცხადებს კვიციანი.