logo_geo
eng_logo
შალვა ხუციშვილი: მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდა შეიძლება ორ ან სამეტაპიანი იყოს
- +

23 იანვარი. 2017. 02:01


 

„დღეს არსებული მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდა, შეცვლილი გამოცდის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი იქნება, რადგან ვინც იქ გამოცდას ვერ აბარებს, ქუჩაში რომ გაიყვანო, უკვე რისკია", - ამის შესახებ შს მინისტრის მოადგილემ შალვა ხუციშვილმა AMBEBI.GE-სთან ინტერვიუში განაცხადა.

 

„გამოცდა მხოლოდ ერთ ქუჩაზე არ იქნება, ის ჩატარდება, ალბათ, ქალაქში. ერთ-ერთი ვარიანტია, რომ ავტომობილები აღიჭურვოს კამერებით და შესაბამისი ანალიტიკური პროგრამით, რომელიც ამას ყველაფერს დააფიქსირებს. მანქანაც და გამომცდელიც იქნება რეალური, მაგრამ ავტომანქანაშიც და მასზეც დამონტაჟებული იქნება კამერები, რომლებიც არჩევს ღერძულა ხაზს, წითელ შუქს და ა.შ. ანუ საგამოცდო მანქანები ქალაქში გავლენ და ქალაქის ის მონაკვეთები, სადაც ისინი ივლიან, იქნება უფრო გამოკვეთილად დახაზული და, შესაბამისად, ისე განვითარებული, რომ მანქანაზე დამონტაჟებულმა კამერამ აღიქვას. ეს არის ერთ-ერთი ვარიანტი.

 

ანუ მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდა შეიძლება ორ ან სამეტაპიანი იყოს. მთავარია, მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ჩაბარება რეალურ პირობებში მოხდება. ეს არის ევროკავშირის წინაშე აღებული ვალდებულებაც", - აღნიშნა ხუციშვილმა.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner