logo_geo
eng_logo
„კილაძის დაანონსებული მასალების გამოქვეყნება გადაიდო და საინტერესოა, რატომ?“
- +

23 იანვარი. 2017. 03:27


 

სააგენტო „მარშალპრესი" „ქრონიკა +" -ის მთავარ რედაქტორს ელისო კილაძეს პასუხობს:

 

„გაზეთ "ქრონიკა +"-ის მთავარი რედაქტორის, ელისო კილაძის ახალი სამიზნე ამჯერად საინფორმაციო სააგენტო "მარშალპრესი" გახდა.  ჟურნალისტის აქტიური ბრძოლა ჩვენ წინააღმდეგ მას შემდე დაიწყო, რაც ვებ გვერდმა ჟურნალისტ ზაზა დავითაიას facebook პოსტი გაავრცელა.

 

სწორედ ამ დღის შემდეგ მისი სამიზნე გახდა სააგენტოს დამფუძნებელი ოთარ სტეფანიშვილი.  სააგენტო ამ დრომდე თავს იკავებდა საპასუხო წერილის გავრცელებისგან, რომ არა კილაძის მიერ, გაზეთ "ქრონიკა +"-ის 21 იანვრის ნომერში   გამოქვეყნებული ცილისმწამებლური და სიცრუეზე დაფუძნებული შეურაცხმყოფელი სტატია, რომელშიც ჟურნალისტი,  ოთარ სტეფანიშვილს არატრადიციული ორიენტაციის მქონე პირად მოიხსენებს და წერს, თითქოს არსებობს  ფარულად  გადაღებული მისი  პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალები და აღნიშნული მასალებით ხდება სტეფანიშვილის დაშანტაჟება, რის გამოც იგი ნებისმიერ დავალებას ასრულებს.

 

გარდა ამისა, გაზეთის ფურცლებზე, მიზანმიმართულად არის დამახინჯებული ოთარ სტეფანიშვილის გვარი და მითითებულია, როგორც სტეპანიშვილი.

 

სხვათაშორის, ელისო კილაძე,  ჯერ კიდევ 3 წლის წინ  საზოგადოებას ჰპირდებოდა, რომ გაასაჯაროვებდა ფარულად გადაღებულ ვიდეომასალებს, რომელშიც ნაჩვენები იყო, თუ როგორ გადაიბირა კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტმა "ქართული ოცნების" ის დეპუტატები, რომლებიც დღეს ხელისუფლებაში იმყოფებიან, თუმცა ქალბატონი კილაძის დაანონსებული ვიდეომასალების გამოქვეყნება რატომღაც 3 წლით გადაიდო და დღის სინათლე დღემდე არ უნახავს, საინტერესოა რატომ? - იმედს ვიტოვებთ ამ კითხვაზე პასუხს მივიღებთ.

 

"მარშალპრესი" აღარ აპირებს ქალბატონ ელისო კილაძესთან საჯარო ოპონირებას და 2016 წლის 22 იანვარს ელისო კილაძის წინააღმდეგ სარჩელით მთავარ პროკურატურას და სასამართლოს მიმართავს", - ნათქვამია „მარშალპრესის" განცხადებაში. 


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner