დეპუტატ ზაზა პაპუაშვილის განცხადებით მას შემდეგ, რაც პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ვიდეო ჩანაწერები გავრცელდა, მედიაში ჟურნალისტებისა და პოლიტიკოსების მხრიდან არაადეკვატური განცხადებები ისმის:
„გამკვირვებია, რა სექსუალური აღტკინება დაემართა ამ ხალხს?! ტელევიზორებიდან რა განცხადებები ისმის? მე მაქვს სექსი, სექსის მხეცები და სექსის გიგანტები... ამაზე წესიერი ხალხი არ ლაპარაკობს, ეს ეხება ყველას, ჟურნალისტებსაც და პოლიტიკოსებსაც. რა არის თქვენი ზეწრების და ლეიბების გადმოფენა? რისთვის არსებობს კარები, ფარდა, დარაბა? რაღაცის ხომ უნდა მოგერიდოთ?
ასე არ ლაპარაკობდა არც ჟანეტ არჩვაძე, არც დონარა კინწურაშვილი, არც ლია მიქაძე, არც ქეთი მითაიშვილი და უამრავი ადამიანი. მათი კუკლტურა დიქციის, თხრობის, სხვანარი იყო. რა არის კაცო, რეები ისმის?- სექსი გაქვს? ქალიშვილი ხარ? დაიკიდე, გამოიკიდე..."- განაცხადა პაპუაშვილმა გადაცემაში „პრიორიტეტი."