logo_geo
eng_logo
შსს-მ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო
- +

23 იანვარი. 2017. 10:26


 


შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, 1994 წელს დაბადებული ს.კ. თბილისში დააკავეს.


სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, 159 აბი ნარკოტიკული საშუალება „მდმა" (3,4 მეთილენდიოქსიმეტამფეტამინი) ამოიღეს.


ნარკოლოგიური შემოწმების შედეგად, ს.კ.-ს ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტი დაუდგინდა.


გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა" ქვეპუნქტით).


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner