logo_geo
eng_logo
იოსებ ღუდუშაური: წარმოგიდგენიათ, ცილისწამების რა წნეხი იყო ზვიად გამსახურდიას წინააღმდეგ…
- +

23 იანვარი. 2017. 11:27


 


ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების პრეფექტი იოსებ ღუდუშაური სოციალურ ქსელში დონალდ ტრამპისა და ზვიად გამსახურდიას შესახებ სტატუსს აქვეყნებს:


„მეგობრებო, წარმოიდგინეთ, რა დღეში აგდებენ და ცილისწამების როგორი შეტევაა ამხელა იმპერიის უკვე არჩეულ პრეზიდენტის მიმართ და წარმოგიდგენიათ, ცილისწამების რა წნეხი იყო ზვიად გამსახურდიას და ეროვნული ხელისუფლების წინააღმდეგ, სანამ იგი ხელისუფლებაში მოვიდოდა. ხოლო მას შემდეგ, რაც მან კომუნისტური რეჟიმი უსისხლოდ დაამარცხა და მშვიდობიანად გადაიბარა ხელისუფლება, მაშინ უკვე აშკარად დაიწყეს ლაპარაკი მისი ხელისუფლების იარაღის ძალით დამხობის შესახებ. ამას იმ დროს დემოკრატიის დიდი ზეიმი ერქვა და დღემდე დემოკრატიის მონაპოვრად ითვლება. ამასთან ერთად, შევადაროთ ზვიად გამსახურდიას და ეროვნული ხელისუფლების უმწირესი რესურსები ტრამპის მრავალმილიარდიან რესურსებთან", - წერს იოსებ ღუდუშაური. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner