„თქვენ ხომ არ გგონივართ გაპრიალებული ანგელოზი, რომ არც ვიგინები და არც ამ სიტყვებს ვიყენებ, მაგრამ ტელევიზიაა, ხალხი გიყურებს, ამის გაკეთება არ შეიძლება."- განაცხადა მთაწმინდის მაჟორიტარმა დეპუტატმა ზაზა პაპუაშვილმა გადაცემაში „პრიორიტეტი" მედიის შესახებ საუბრისას.
პაპუაშვილის თქმით, მედია ამჟამად უღირსს თემებს აშუქებს, რაც საზოგადო ჭირია:
„სატელევიზიო სივრცე საერთოდ მომსპარია. რას ტრიპაჩობთ ამ თქვენი სექსებით, ან ვის ეჯგიმებით? დაწყნარდით, ათასი განსაცდელი აქვს ქვეყანას.
ეს არის საზოგადო ჭირი, როდესაც ტელევიზიიდან ასეთი რაღაცეები ისმის. რატომრაც ეს თავისუფლების გამოხატვად ითვლება და არ არის ეს თავისუფლება, ეს არის უზრდელობა, უხამსობა, უტაქტობა და ქაჯობა.
უმრავლეს ჟურნალისტს ეკუთვნის ეს სიტყვები."- განაცხადა პაპუაშვილმა.