logo_geo
eng_logo
გია სალუქვაძე: ახალი მავნებელის წინააღმდეგ სურსათის ეროვნული სააგენტო შესაბამის ღონისძიებებს განახორციელებს
- +

23 იანვარი. 2017. 13:13



დასავლეთ საქართველოში გავრცელებული თხილის მავნებელის - ბაღლინჯოს წინააღმდეგ ბრძოლის მოსამზადებელ ღონისძიებებთან დაკავშირებით გურიის სამხარეო ადმინისტრაციაში სამუშაო შეხვედრა გაიმართა.


შეხვედრაზე თხილის მავნებლის წინააღმდეგ ბრძოლასთან დაკავშირებული საკითხები დეტალურად განიხილეს და წარმოადგინეს პირველადი გეგმა - რეკომენდაციები. აღინიშნა, რომ რეგიონში მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებები ეტაპობრივად განხორციელდება. დაისვა საკითხი ბრძოლის ღონისძიებების შესახებ, რომელიც მოიცავს:


  • მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება (ბუკლეტების დარიგება, სატელევიზიო კლიპი);
  • მონიტორინგი (სად, რომელ სოფელშია გავრცელებული);
  • მენეჯმენტი (1,5 ჰა ნაკლები მიწის ნაკვეთის მქონე მოსახლეობის აღრიცხვა, ტექნიკის რაოდენობის განსაზღვრა, რომელიც საჭირო იქნება ამ ამოცანისათვის, მობულური ჯგუფების ტრენინგი უსაფრთხოებასთან დაკავშირებით).


შეხვედრას ესწრებოდნენ სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილეები გიორგი იაკობაშვილი, ზურაბ ლიპარტია, გურიის გუბერნატორი გია სალუქვაძე, გუბერნატორის მოადგილეები, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლები და სოფლის მეურნეობის სპეციალისტები.


„ახალი მავნებელის წინააღმდეგ სურსათის ეროვნული სააგენტო შესაბამის ღონისძიებებს განახორციელებს. შემუშავდება ერთობლივი გეგმა, რომელიც მავნებლის წინააღმდეგ ბრძოლას ისახავს მიზნად. კომპლექსური ღონისძიებების გატარების მიზნით, ადგილზე შეიქმნება სამუშაო ჯგუფები, რათა ფერმერებმა ამ კუთხით ნაკლები დანაკარგი ნახონ", - აღნიშნა გია სალუქვაძემ.

 

 

Description: https://fb-s-d-a.akamaihd.net/h-ak-xpf1/v/t35.0-12/16244570_1411869185544000_1804765920_o.jpg?oh=55754acd45c37b3f93bea38abd925fe6&oe=58883161&__gda__=1485332003_1d49175679b7b52057cc3466f56143b1

 

 

 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner