logo_geo
eng_logo
დიდთოვლობის გამო გოდერძის უღელტეხილზე გადაადგილება ყველა ტიპის ტრანსპორტისთვის აიკრძალა
- +

23 იანვარი. 2017. 13:37




გოდერძის უღელტეხილზე თოვლის საფარი ორ მეტრს აღწევს. დიდთოვლობის გამო, გადაადგილება ყველა ტიპის ტრანსპორტისთვის აკრძალულია.


თოვლის საფარმა მაღალი ზონის სოფლებში 30 სანტიმეტრს მიაღწია. უამინდობას დასახლებულ პუნქტებში ელექტროენერგიის მიწოდებასა და გადაადგილებასთან დაკავშირებით პრობლემები არ შეუქმნია, თუმცა დაწესებულია სპეციალური რეჟიმები.


მთიანი ზონის სოფლებში გადაადგილება მხოლოდ მაღალი გამავლობისა და მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების მქონე ავტომობილებითაა დასაშვები. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner